აუზისთვის წყლის მომზადება

საცურაო აუზისათვის წყლის მომზადების მთავარ პირობად ითვლება წყლის ფილტრაცია და ცირკულაცია (წყლის მომზადების ფიზიკური მეთოდები), ასევე წყლის დამუშავება სპეციალური საშუალებებით (წყლის ქიმიური დამუშავება). წყლის დამუშავების ქიმიური და ფიზიკური მეთოდები ერთდროულად აუცილებელია წყლის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებისათვის. მხოლოდ ფილტრაცია და ცირკულაცია საკმარისი არ არის იმისთვის რომ შეაჩეროს წყალში მიკროორგანიზმების განვითარება. ამიტომ არ შეიძლება ქიმიური საშუალებების უგულველყოფა. ვირუსი, სოკო და ბაქტერია კვდება მხოლოდ წყლის დეზინფექციის დროს. წყალმცენარეების წარმოქმნას ხელს უშლის ალგიციდი, ხოლო კუაგულანტი ხელს უწყობს წყლის და წვრილი ნაწილაკების დალექვას. Aამრიგად, საცურაო აუზის ყველა მფლობელმა, უნდა გამოიყენოს ქიმიური პრეპარატები, რათა უზრუნველყოს წყლის ხარისხი.

წყლის ქიმიური დამუშავება

წყლის ქიმიური დამუშავება მოიცავს აუცილებელ ეტაპებს:
1. PH-ის დონის რეგულირება(PH-ის დონის შემცირება ან მომატება)
2. წყლის დეზინფექცია;
3. წყალმცენარეების განადგურება
4. მღვრიე წყლის დაწმენდა (კუაგულაცია)
წყლის დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს, როგორც ქლორის შემცველი პრეპარატებით, ასევე სხვა საშუალებებით, კერძოდ იონიზატორით, სტერილიზატორით.

წყლის ფიზიკური დამუშვება

თუ აუზში წყალი კარგად ცირკულირებს, გაჭუჭყიანებული წყალი ფილტრის საშუალებით იფილტრება. Aაუზის წყლის მთელი მოცულობა დღეში 2-3 ჯერ მაინც უნდა გატარდეს ფილტრში. ქვიშის ფილტრის გამოყენების შემთხვევაში კვირაში ერთხელ აუცილებელია ჩატარდეს ქვიშის გარეცხვა. შემდეგ ფილტრის ავზი უნდა შეივსოს ახალი წყლით. სხვა ფილტრები ასევე აუცილბელია რეგულარულად გაიწმინდოს. ყოველკვირეულად უნდა ხდებოდეს წყლის 3%-ის განახლება. ძირითადი ჭუჭყი იწმინდება ხელით, აქანდაზით ან ფსკერის საწმენდი საშუალებით. ცირკულაცია და ფილტრაცია წყლის გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის,ამიტომ აუცილებელია წყლის ქიმიური დამუშავება.

წყლის ხარისხის მაჩვენებელი

რბილი წყალი – წყალში ხისტი მარილების შემცირებით იმატებს ნახშირმჟავასშემცველობა რაც იწვევს რკინისა და ბეტონის კოროზიას, ამიტომ წყლის ხარისხის
შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი წესების დაცვით.
ხისტი წყალი – წყლის გათბობისასს ნახშირმჟავა ორთქლდება და წყალში ტუტეს შემცველობაიმატებს. წყალი იმღვრევა და მფილტრავ მასალაზე ჩნდება ნალექი.
PH-ის მნიშვნელობა – აუზის შევსების შემდეგ აუცილებელია გაიზომოს და დარეგულირდეს PHდონე. წყლის სიხისტეზე და ტემპერატურაზეა დამოკიდებული PH მერყეობა. თავდაპირველად
მოწმდება PH დონე ყოველ დღე. ორი კვირის შემდეგ ეს პროცედურა შეიძლება შესრულდეს 3-4 ჯერ დღეში. ერთი კვირის განმავლობაში თუ არ მოხდა PH დონის საგრძნობი შეცვლა,
საკმარისია PH დონის გაზომვა და დარეგულირება კვირაში ერთხელ. PH-ის მნიშვნელობა იდეალურად ითვლება 7,0-7,4 ფარგლეფში. თუ PH- 7.0-ზე დაბალია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მილგაყვანილობის და ფილტრების კოროზია.

წყლის მოვლის საშუალებები

ქ ლ ო რ – გ რ ა ნ უ ლ ა ტ ი
ქლორის აქტიური შემცველობა 55%. Oორგანული გრანულები. სწრაფად ხსნადი სტაბილიზირებული ქლორის პრეპარატი გრანულებში გამოიყენება, როგორც სადეზინფექციო საშუალება ბაქტერიების სალიკვიდაციოდ და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, როგორც შოკური საშუალება. დოზირება 100გრ. – 10 მ3 წყალზე. Gგაიხსნას წყალში და მოისხას აუზის წყლის ზედაპირზე.

ტ ა ბ ლ ე ტ ე ბ ი B S T
კომბინირებული 200გრ ტაბლეტები შეიცავს თავისუფალ ქლორს, ფლოკეულანტს და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებას. ის წარმოადგენს ნელახსნადი სტაბილიზირებული ქლორის პრეპარატს, რომელიც გამოიყენება აუზის წყლის ხანგრძლივი პროფილაქტიკური მოვლისათვის. სუფთა წყლის შესანარჩუნებლად ტაბლეტი უნდა მოთავსდეს სკიმერში.

ფ ლ ო კ ე რ ი ფ ხ ვ ნ ი ლ ი
წარმოადგენს სწრაფად ხსნად ფხვნილს. გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ. დოზირება 100გრ – 10მ3 წყალზე. გაიხსნას წყალში და მოისხას აუზის წყლის ზედაპირზე. ფილტრაცია გამოირთოს 10 საათის განმავლობაში.

ფ ლ ო კ უ ლ ა ნ ტ ი ს ტ ა ბ ლ ე ტ ე ბ ი
125 გრამიანი ტაბლეტები ნაჭრის ტომსიკაში გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ.

P H პ ლ უ ს ი
ფხვნილი გამოიყენება PH დონის მოსამატებლად. PH-ის იდეალური დონეა7,0-7,4. წარმოადგენს ტუტის შემცველ პრეპარატს. უნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ფართზე.

P H მ ი ნ უ ს ი
გრანულებში გამოიყენება PH-ის დონის დასაწევად. PH-ის იდეალური დონეა 7,0-7,4. არ შეიცავს ქლორს. Uუნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ზედაპირზე.

ა ლ გ ე ქ ს
15% ალგიციდი, სითხე. ხელს უშლის წყალმცენარეების წარმოქმნას. Dდოზირება: 100მლგ – 10მ3 წყალზე, მოისხას აუზის წყლის პერიმეტრზე, ჩაირთოს ცირკულაცია.

ქიდს ქეარ

წყლის მოვლის საშუალება საბავშვო აუზებში, ქლორის შემცველობის გარეშე, უსაფრთხოა ბავშვის კანისათვის. ბაქტერიებისა და წყალმცენარეების საწინააღმდეგო. — PH ნეიტრალურია.

ალბა სუპერი – კონცენტრატი, მაღალი ალგიციდების შემცველობის, წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგო. არააქაფებადი პროდუქტი. დოზირება: 80მლგ-10მ3. უნდა მიოსხას აუზის წყლის
ზედაპირზე. ჩაირთულია ცირკულაცია. შოკური თერაპიის დროს 500მლგ-10მ3
ფილსანი
ძლიერი საწმენდი საშუალება აუზებისა და აბაზანებისათვის. Eფექტურია ცხიმოვანი ნადების, ჩამჯდარი მურის და სხვა ჭუჭყის წინააღმდეგ. ჯაგრისით უნდა წაესვას დაბინძურებულ ადგილებს და შემდეგ ჩამოირეცხოს სუფთა წყლით. დოზირება: გაზავდეს წყალში 1:3 დან 1:15-მდე დაბინძურების ხარისხის მიხედვით შენიშვნა: მომინანქრებულ და ლაქირებულ ზედაპირზე აუცილებელია ჯერ ჩატარდეს ცდა..

კალცსტაბი
Aაუზის წყლის საწმენდი საშუალება, წყალს ასუფთავებს რკინის, სპილენძის, ვერცხლისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობისაგან, ასევე ეფექტურია ჟანგის საწინააღმდეგოდ. Aამცირებს წყლის სიხისტეს.
Dდოზირება: წყლის სიხისტე 10 ყოველ 10მ3-500მლგ
10-20 1000მლგ
20-30 1500მლგ
30 და ზევით 2000მლგ
თავსდება სკიმერში. ჩაირთულია ცირკულაციის რეჟიმი.
ძირითადი საწმენდი
აუზის საწმენდი მჟავა, იხმარება ხავსის, ფერშეცვლილი კედლების, და ლპობის შედეგად
წარმოქმნილი სხეულების მოსაშორებლად.
დოზირება: 1:1 – დან 1:3 – მდე დაბინძურების ხარისხის მიხედვით. გაირეცხოს დაბინძურებული ადგილები და შემდეგ ჩაირეცხოს სუფთა წყლით.

ბაზ-ოფ
მწერების საწინააღმდეგო საშუალება. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებს. თავსდება სკიმერში 2 ტაბლეტი 45მ2-ზე ყოველ 3 დღეში ერთხელ.
აუზის მიმდებარე ტერიტირია: 1 ტაბლეტი გაიხსნას 20 ლიტრ წყალში და მოისხას ტერიტორიაზე საჭიროების მიხედვით.

პარფიუმერია
სხვა და სხვა სუნის 250 მლგ. სითხე აუზებისა და აბაზანებისათვის.
სასიამოვნო არომატს ინარჩუნებს 5-7 დღე.
დოზირება: 5მლ- 1მ3

ფილტრის მუშაობის რეჟიმები

ფილტრაცია ფილტრში გამავალი წყალი შედის აუზში. ეს რეჟიმი გამოიყენება
(Fილტრატიონ) ფილტრაციისა და გათბობისათვის.
 დაცლა წყალი ფილტრის გაუვლელად აუზიდან ჩაედინება კანალიზაციაში.
(ჭასტე) ეს რეჟიმი გამოიყენება დაცლისთვის.
 დაკეტილია ყველაფერი დაკეტილია. ეს რეჟიმი გამოიყენება ფილტრის
(ჩლოსე) სერვის-მომსახურებისათვის
 თვითრეცხვა წყალი აუზიდან გაივლის ფილტრში მის გასარეცხად და
(Bაცკჭასჰ) ჩაედინება კანალიზაციაში. Eეს რეჟიმი გამოიყენება
ფილტრის გასაწმენდად.

 ცირკულაცია წყლის ცირკულაცია გამოიყენება ქიმიკატების შეყვანის
(ცირცულაციონ) შემდეგ,
 დატკეპნა წყალი აუზიდან გადის ფილტრში, ტკეპნის ქვიშას და ჩაედინება
(ღინსე) კანალიზაციაში. Gგამოიყენება ფილტრის გარეცხვის დასასრულებლად.
 წყლის ფილტრაცია საჭიროა ყოველ დღე, იმის მიუხედავად ხდება თუ არა აუზის
ექსპლუატაცია.
 ფილტრაციის დრო იანგარიშება ერთ დღე-ღამეში ფილტრში აუზის წყლის მოცულობის
2-3 ჯერადი გავლის პირობიდან გამომდინარე.
 ფილტრაცია გარკვეული დროის შემდეგ იწვევს ფილტრის დაბინძურებას და იგი ვეღარ
ასრულებს თავის ფუნქციებს. Fფილტრის დაბინძურების ხარისხის კონტროლი ხდება
ვენტილის მანომეტრით.
ფილტრი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. ამისათვის:
– გამორთეთ ფილტრი
– დააყენეთ თვითრეცხვის რეჟიმზე და ჩართეთ ფილტრი
– გააკონტროლეთ ფილტრის დაბინძურების ხარისხი ვენტილის კორპუსზე
– არსებული ხუფის საშუალებით. თვითრეცხვა უნდა შეწყდეს, როგორც კი ხუფი
გამჭვირვალე გახდება. გარეცხვის საშუალო დროა 2-3 წუთი. Aმის შემდეგ გამორთეთ
ფილტრი.
– დააყენეთ რეჟიმი “დატკეპნა”, გეჭიროთ ჩართული 20-30 წამი.
– ჩართეთ ფილტრი, ნორმალურამდე მიიყვანეთ წყლის დონე აუზში და გადადით
ფილტრაციის რეჟიმზე.
– ეს ოპერაცია უნდა შესრულდეს კვირაში 1-2 ჯერ, ექსპლოატაციის ინტენსივობიდან და
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ღია აუზებისთვის.
– პერიოდულად (დაბინძურების შესაბამისად) ჩაატარეთ სკიმერებისა და ფილტრის
პომპების ბადეების გაწმენდა.

This post is also available in: georgian