რატომ უნდა ავირჩიოთ საცურაო აუზები?

საკუთარი სახლის აუზის წარმოდგენისას, ბუნებრივია გვახსენდება ჩვენი საყვარელი ადამიანებით მოცული გარემო, ზაფხულის ცხელი მზე ან უბრალოდ თბილი აუზი და ეს საკმარისია იმისათვის, რომ გვქონდეს დიდი სურვილი ჩვენი ნებისმიერი სეზონის ნაწილი იყოს ის.

თუმცა, რეალურად აუზის ქონა უფრო მეტ სარგებელს გვთავაზობს, ვიდრე მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილია.

1n

 

  1. შეკრებისა და სოციალიზაციის ადგილი

საცურაო აუზი ნამდვილად კარგი საშუალებაა ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების ერთად შეკრებისათვის, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია სასიამოვნოდ გაატაროს დრო. დასვენების დღეებში ბარბექიუს მოწყობა, სხვადასხვა წყლის თამაშები, საუკეთესო გამოსავალია ყოველდღიურობის დღესასწაულად გადაქცევისათვის.

2n

2.ფიზიკური ვარჯიში

მნიშვნელობა არ აქვს როგორია აუზი სიდიდით, ფორმით, რამდენ დროს უთმობთ მას, რამდენად პროფესიონალი მოცურავე ხართ. რეალობაა ისაა რომ, ცურვა:

  • საუკეთესოთ წვავს ცხიმს,
  • ავარჯიშებს ყველა კუნთს,
  • ამცირებს სტრესს
  • ხელს უწყობს მოდუნებაში
  • კარდიოს ვარჯიშისთვისაც შესაფერისია.

3n

 

3. სასარგებლოა რამდენიმე კონკრეტული დაავადებისათვის

გარდა იმისა რომ, ცურვა სასარგებლოა ზოგადი ჯანმთელობისათვის, ის ასევე დადებითად მოქმედებს ზოგიერთ დაავადებაზე, როგორიცაა მაგალითად ასთმა. ასევე, ის ბევრად ამცირებს დაავადების შანს.

ამრიგად, საცურაო აუზის ქონა, არა მხოლოდ ემოციურ, არამედ დიდ ფუნქციურ სარგებელსაც გვთავაზობს.


მსგავსი პოსტები