როგორ მოვუაროთ საცურაო აუზს ზამთარში

ზამთრის განმავლობაში საცურაო აუზს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დაბალი ტემპერატურა და ყინვები შესაძლოა თქვენი აუზის დაზიანების მიზეზი გახდეს.

პროფესიონალები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საცურაო აუზის მფლობელებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას უზიარებენ.

lo

საცურაო აუზის გადასაფარებელი.

პირველ რიგში, თოვლისა თუ სხვადასხვა გარე ფაქტორებისაგან აუზის დასაცავად აუცილებელია შესაბამისი გადასაფარებლის გამოყენება!

 

swimming-pool-cover-big

გადასაფარებლის გამოყენებისას გადაამოწმეთ, რომ  იგი ბოლომდე ფარავდეს აუზის კიდებს.

ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად აარიდებთ თავს საცურაო აუზის დაზიანებას.

 

შეამოწმეთ აუზის მდგომარეობა პერიოდულად

ზამთრის პერიოდში, როდესაც საცურაო აუზის გამოყენება არც თუ ისე ხშირად ხდება, გვავიწყდება მისი მდგომარეობის პერიოდულად შემოწმება.

აღნიშნულმა შეცდომამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და სამომავლოდ აუზის მოწყობილობები დააზიანოს.

პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ყინვების განმავლობაში პერიოდულად შევამოწმოთ  ფილტრი და აუზის წყლის გამათბობელი. 

იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი აუზის დაცვა, აუცილებელია ინფორმაცია გქონდეთ მისი მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუგეგმავ ხარჯებსა და არასაიამოვნო შემთხვევებს თავს რთულად აარიდებთ.

mancleaningpoolunderwintercover_shutterstock_61642813

 

გამოიყენეთ გასასუფთავებელი ქიმიკატები

აუზში სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია მაშინაც კი, თუ თქვენ მას დროებით არ იყენებთ. ქიმიური პროდუქტები მაქსიმალურად ამცირებენ ბაქტერიებისა და სხვადასხვა მავნე ფაქტორების არსებობის რისკს და ინარჩუნებენ აუზის იდეალურ სისუფთავეს!

ნოკ

 

კომპანია “ნოკი” აუზის მოვლასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას გთავაზობთ. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც აუზის მშენებლობასა და პროექტირებას, ასევე დაინტერესებულ პირებს აუზთან დაკავშირებული მომსახურებების ფართო სპექტრს ვთავაზობთ!

 

ნოკი – შეიქმენით იდეალური გარემო!

 


მსგავსი პოსტები