ინტერვიუ ფორტუნასთან!

კომპანია “ნოკის” თანამშრომლებმა ფორტუნასთან ინტერვიუში ისაუბრებს კომპანიის მომსახურებასა და სამომავლო გეგმებზე!

წარმოგიდგენთ აღნიშნულ ინტერვიუს:


„ნოკი“- საცურაო აუზების, აქსესუარებისა და სპას ფართო არჩევანი ერთ შოურუმში

საცურაო აუზები, სპა ტექნოლოგიები და აქსესუარები – ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომლის რეალიზაციასაც შპს „ნოკი“ ახორციელებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი და მას შემდეგ, მომხმარებელს საცაურაო აუზთან და სპასთან დაკავშირებულ ყველა დასახელების პროდუქციას სთავაზობს.

”ჩვენთან შესაძლებელია საცურაო აუზის მოვლის სერვისისა და აუზის წყლის მოვლის პროდუქციის შეძენა. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობ საცურაო აუზებისა და სხვა შესაბამისი სპა ტექნოლოგიების მონტაჟსაც”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, შპს ”ნოკი” ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშნით გამოირჩევა: ”ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სერთიფიკატების და პარტნიორების შთამბეჭდავი რიცხვი, მათთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სფეროში არსებული სიახლეებისა და ინოვაციების იმპლემენტაციას. ამასთან, ვართ რამდენიმე ევროპული ფირმის ექსკლუზიური წარმომადგენელი კავკასიაში. ევროპული კვალიფიკაციის კადრი, საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებული სამუშაო, ადგილზე არსებული ფართო ასორტიმენტის სასაწყობო მარაგი და ახალი, მოცულობითი შოუ რუმი – ეს ყველაფერი განსაზღვრავს ჩვენს უპირატესობას. რაც მთავარია, გვაქვს ხელმისაწვდომი ფასები და უმაღლესი ხარისხი, რომელიც ჩვენი მომხმარებლის ერთგულებისა და კმაყოფილების გარანტიაა”, – განმარტავენ კომპანიაში.

 

როგორც შპს ”ნოკიში” ამბობენ, მარტში კომპანიამ შეიცავალა მისამართი და ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) 38 ნომერში გადავიდა. გაფართოვდა შოურუმი და შესაბამისად, გაიზარდა მასალა-დანადგარების რაოდენობაც.

”რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ყოველთვის, წელსაც ვფიქრობთ გავაფართოვოთ ასორტიმენტი. მიმდინარე წლის გაზაფხულის დასაწყისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ჩეხეთის ერთ-ერთ წამყვან ფირმასთან თანამშრომლობაზე და მისი პროდუქცია – მოსაპირკეთებელი მასალა „დეკი“ მალე გამოჩნდება ჩვენს მაღაზიაში. იგი გამოიყენება საცურაო აუზის, ბილიკებისა და ვერანდის მოსაპირკეთებლად. ასევე, წელს გამოჩნდება ახალი პროდუქცია – ახალი თაობის სასმელი წყლის ფილტრი, რომელიც უზრუნველყოფს სახლში სასმელი წყლის მაღალ ხარისხს. მომხმარებელს შევთავაზებთ მის მონტაჟსაც. გაიზრდება უჟანგავი ლითონების ასორტიმენტიც, რომელიც უკონკურენტოა ჩვენს სფეროში. შოურუმის ფართმა საშუალება მოგვცა, შემოვიტანოთ სპას რამდენიმე ახალი ნიმუში, რითაც ჩვენს მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქტის მოლოდინის დროს ვუმცირებთ”, – განმარტეს კომპანიაში.

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media