დროა აღფრთოვანდეთ საცურაო აუზების დიზაინისა და აქსესუარების იმ ახალი ტენდენციებით, რომელიც 2019 წელს იქნება პოპულარული.
ტექნოლოგიების სწრაფ ზრდასთან და მუდმივად ზრდად იდეებთან ერთად, ვარიანტები მართლაც რომ უსასრულოა, თუმცა, არსებობს რამდენიმე ტრენდი, რომელიც ჩვენი მოლოდინით, ნამდვილად დაიპყრობს წლევანდელ ტენდენციებს.
გაიგე, რომლებია ისინი:
1. ჩამონტაჟებული ბოძები და ბარი
საცურაო აუზები აღარ არის მხოლოდ ცურვისთვის. ის, ასევე, არის დასვენებისთვის და სოციალიზაციისთვის. თუკი ცურვასთან ერთად დასვენებაც გიყვართ, მაშინ ეს ნამდვილად თქვენთვისაა.
აუზთან ახლოს, ჩამონტაჟებული ბოძების ქვეშ, შეგიძლიათ განათავსოთ ლაუნჯის სკამები, რომელიც სამზეურთანაც იქნება და ჩრდილთანაც. მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ გააკეთოთ ბარიც და დაამატოთ ყველა ის დეტალი, რაც თქვენი სურვილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში იქნება.
ასეთი აუზის ქონა არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს სტუმრებსაც შეუქმნის კომფორტს და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.
2. ჭკვიანი განათებები
კიდევ ერთი დიდი ტენდენცია, რომელიც 2019 წელს იქნება, არის ჭკვიანი განათების ჩამონტაჟება აუზის შიგნით და გარშემო.
ათწლეულების მანძილზე, ადამიანები ცდილობდნენ სიახლეების შეტანას აუზის ლანდშაფტზე განათებების ჩამონტაჟებით, მაგრამ ჭკვიანი განათებები სრულიად ახალი სიტყვაა აუზის დიზაინის ისტორიაში.
ამიერიდან, თქვენ აღარ ხართ შეზღუდული განათების ფერებში და სიკაშკაშეში, ახლა თქვენ ბევრად უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ, ვიდრე, უბრალოდ, ღილაკზე – “ჩართვა” ხელის დაჭერა.
ჭკვიანი განათებით თქვენ შეძლებთ, ყოველდღიურად, აპლიკაციის საშუალებით, რომელსაც ტელეფონში ჩამოტვირთავთ, დააყენოთ ფერი, სიკაშკაშე და დრო თქვენი აუზის განათებისთვის.
ეს ნამდვილად გააოცებს თქვენს სტუმრებს, ხოლო თქვენს აუზს ყოველი რეჟიმის შეცვლაზე განახლებულის ელფერი ექნება.
3. მუქი საცურაო აუზი
მუქი ფერის ინტერიერის მქონე საცურაო აუზი იმ ადამიანებისთვისაა იდეალური ვარიანტი, ვისაც ყველაფერზე მეტად მოსწონს სიმშვიდე და ლაგუნა.
შეუთავსეთ ერთმანეთს მუქი ფერის ინტერიერი, ჩააშენეთ ქვების დეტალები, გააკეთეთ ბუნებრივი ჩანჩქერი და თქვენ ეზოში საკუთარი, პატარა სამოთხე გექნებათ.
კიდევ ერთი დამატებითი სარგებელი, რაც მუქ აუზს აქვს ისაა, რომ შთანთქავს სითბოს და დიდი ხნით ინარჩუნებს მას.
4. ენერგიის შემცირების მახასიათებლები და მოვლა
უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ხალხს სურს შეამციროს ენერგომოხმარება მათი საცურაო აუზების შესანარჩუნებლად. ამით თქვენ დაზოგავთ არა მხოლოდ ფულს, არამედ დროსაც და ეკოლოგიასაც გაუფრთხილდებით.
კიდევ ერთი საცურაო აუზის ტენდენცია, რომელსაც ველით 2019-ში არის, ავტომატური, ეფექტური დასუფთავების და ფილტრაციის სისტემები.
გარდა ამისა, მტკნარი წყლის მქონე აუზების კვლავ პოპულარობა კვლავ იზრდება, რაც ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციის განვითარებას.
5. ორმაგი სიღრმის აუზები
გაიხსენეთ ყველა საცურაო აუზი, რომელშიც ყოფილხართ. სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ზედაპირის საფარი და ჩვეულებრივი, ღრმა ბსკერი. ჩვენ კი, ვისაუბრებთ აუზზე, რომელსაც ორმაგი სიღრმე ექნება და ნამდვილად მოიპოვებს პოპულარობას 2019 წელს.
რატომ? – ამის რამდნეიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ეს იმ ადამიანებისთვისაა ზედგამოჭრილი, ვისაც აუზში ვარჯიში უყვარს. გარდა ამისა, ეს შეამცირებს ამოთხრისა და ნაგებობის ხარჯებს.
იქამდე სანამ აუზის ამ დიზაინს აირჩევთ, კარგად დაფიქრდით თქვენი ცხოვრების წესზე, რამდენამდ შეეფერება ის მას, ხოლო, თუკი ის ნამდვილად თქვენი სტილია, მაშინ მისი გაკეთება დიდებული გადაწყვეტილება იქნება.
6. მდიდრული მოპირკეთება
საბოლოო ტენდენცია, რომელიც 2019 წელს შესაძლოა სხვა დანარჩენებთან ერთად პოპულარული გახდეს, ესაა მდიდრული მოპირკეთება. ხალხმა გააანალიზა, რომ როდესაც საქმე აუზის მოპირკეთებას ეხება, ისინი შეზღუდულები არ არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს აუზი თქვენს ეზოს უნდა ამშვენებდეს.
აუზის ბსკერის ბეტონის დასაფარავად, უამრავი ლამაზი, ფერადი ტექსტურების ფართო არჩევნია. განსაკუთრებით ფილები, რომელსაც წყლის ანარეკლი განსაცვიფრებელ ეფექტს აძლევს.
ამიტომ, ნუ შეიზღუდავთ თავს, როდესაც საქმე თქვენი აუზის შიდა მოპირკეთებას ეხება. შეარჩიეთ, რაც შეიძლება ძვირადღირებული და ლამაზი ნაკეთობა, რათა ყველა სარგებელთან ერთად, რაც აუზს აქვს, ის სილამაზითაც ბრწყინავდეს.