აუზის მოვლა ზამთრის განმავლობაში

აუზის მოვლა ზამთრის განმავლობაშიცივი დღეების მოახლოება ნიშნავს, რომ აუზის სეზონი მთავრდება. თუ გინდათ, რომ თქვენი აუზი მომავალ ზაფხულს კარგ მდგომარეობაში შეხვდეს, საჭიროა დაიცვათ ზამთრის დაბალი ტემპერატურებისგან. ამისთვის რამდენიმე აუცილებელი პირობაა შესასრულებელი.

ერთ-ერთი მთავარი დამცავი მექანიზმია სპეციალური გადასაფარებელი, რომელიც თქვენს აუზს დაიცავს მასში თოვლის, სხვადასხვა ნარჩენებისა თუ ცხოველების მოხვედრისგან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი სწორად გამოყენება.ეფექტური შედეგის მისაღებად, გადასაფარებელი მოწყობილობა მყარად უნდა იყოს მიმაგრებული აუზთან, ისე რომ იგი სრულად ფარავდეს მის კიდეებს. ამასთან, გადასაფარებლიდან პერიოდულად უნდა გადაწმინდოთ მასში წვიმების შედეგად დაგროვებული წყალი ან ქარის მიერ მოტანილი ფოთლები თუ ყლორტები. თოვლის შემთხვევაში, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თუ ყინულთან გვაქვს საქმე, აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები.

პარალელურად, ხშირად უნდა მოწმდებოდეს აუზის ნაწილების მდგომარეობა. ცივი დღეების განმავლობაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ აუზის ტუმბოს, ფილტრსა და გამათბობელს. დარწმუნდით რომ ამ მოწყობილობებს ყინვა არ მიეკარება, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს. რაიმე ეჭვის არსებობისას, ჯობს მიმართოთ შესაბამის პირს, პრობლემის დროულად მოგვარებისთვის.

   ხალხის ნაწილი, ზამთრის განმავლობაში, სრულად არ აშრობს აუზს. ასეთ დროს, ქიმიური ნივთიერებებით დაბალანსებული წყლით წმენდა მთავარი გასაღებია, სისუფთავის შენარჩუნებაში. ორ თვეში ერთხელ ამოწმეთ წყლის მდგომარეობა. გახსოვდეთ, რომ არასათანადოდ გამოყენებული ქიმიური პროდუქტები, პირიქით, ხელს შეუწყობს ბაქტერიებისა და წყალმცენარეების ზრდას. თავი შეიკავეთ, წინა სეზონიდან შემორჩენილი ნივთიერებების გამოყენებისგან, რადგან ისინი კარგავენ ეფექტურობას.

  კარგი იქნება თუ თქვენ წინასწარ გეცოდინებათ როდისაა მოსალოდნელი ტემპერატურის დაცემა და მიიღებთ შესაბამის ზომებს. ამაში დაგეხმარებათ ტემპერატურის სენსორული საზომი.ასევე, ამინდის პროგნოზი, რომლითაც დაახლოებით განსაზღვრავთ, როდის ელოდოთ ყინვას.

 

ზემოხსენებული პირობების შესრულება, დაგეხმარებათ დაზოგოთ თქვენი დრო და ხარჯები, ზაფხულის სეზონისთვის. თუ ზამთრის განმავლობაში დაიცავთ თქვენს აუზს, მზიან დღეებს მომზადებული შეხვდებით. კომპანია ,,ნოკი” კი გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რაც მოიცავს პროფესიონალთა გუნდის დახმარებასა და ქიმიური ნივთიერებებით მომარაგებას. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ თქვენს აუზზე.

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media