„როდის შემიძლია გავხსნა აუზი?“
ზაფხულის დღეები სწრაფად ახლოვდება და რაც უფრო ადრე დავიწყებთ გეგმების შედგენას, მით უფრო სასიამოვნო მოგონებებს შევაგროვებთ. თუ ზაფხულის არდადეგებს ძირითადად სახლში ატარებთ გასართობად და განსატვირთად ძალიან კარგი საშუალებაა აუზის მოწყობა საკუთარ ეზოში, და თუ კი უკვე გაქვთ აუზი მაშინ ალბათ გაინტერესებთ – თუ როდის შეგიძლიათ გამოაცხადოთ აუზი გახსნილად – თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის.
1. დარწმუნდით, რომ ტემპერატურა თანმიმდევრულია
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აუზის გახსნამდე თქვენს საცხოვრებელ სივრცეში კლიმატი დღის განმავლობაში მუდმივად უნდა იყოს 21 °C – ზე მეტი. თუ თქვენ ცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც გაზაფხულზე ძირითადად ამ რიცხვებში მერყეობდა ტემპერატურა და კვლავ გრძელდება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ კარგი დროა აუზის გასახსნელად.
2. არ დაელოდოთ ტემპერატურის მკვეთრ მომატებას
თუ ფიქრობთ, რომ ჯობია აუზის გასახსნელად მაღალ ტემპერატურებს დაელოდოთ – კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ხელახალი დაფიქრებისთვის არსებობს რამდენიმე მიზეზი და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წყალმცენარეების ზრდაა. როგორც იცით წყალმცენარეების ზრდასა და გავრცელებას ხელს უწყობს ცხელი ამინდები. მიუხედავად იმისა, რომ აუზების სეზონზე წყალმცენარეებისთვის თავის არიდებისთვის მაინც მოგიწევთ ზრუნვა ჯობია ეს პროცესი შედარებით დაბალი ტემპერატურის დროს დაიწყოთ.
3. მოამზადეთ აუზი საცურაოდ
რამდენადაც გსურთ, რომ აუზის გახსნა და ცურვის დაწყება ერთდროული იყოს თქვენ მოგიწევთ გარკვეული სამუშაოების შესრულება აუზის ამოქმედებისთვის. ამიტომ კარგი იქნება თუ აუზის ცურვისთვის მომზადებას მანამ დაიწყებთ, სანამ ბავშვები ცურვას მოითხოვენ. გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები:
- მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის აუზი გაქვთ, დიდი თუ პატარა, თქვენ მოგიწევთ საკმაოდ დიდი დროის დახარჯვა აუზის სწორად და ეფექტურად გაწმენდისთვის. ეს გულისხმობს პირველ რიგში აუზის საფარის გაწმენდას და მის სწორად განთავსებას. გაწმენდის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ ყველა საჭირო ხელსაწყო, რათა საჭიროების შემთხვევაში შეაკეთოთ აუზის ნებისმიერი კომპონენტი, რადგან უკან გრძელი და მკაცრი ზამთარი ჩამოიტოვეთ.
- აუცილებლად დარწმუნდით, რომ წყალი დაბალანსებულია და ქიმიკატები გამართულად მუშაობენ. ამისთვის დაგჭირდებათ აუზის წყლის ტესტირება და ქიმიკატების შესაბამისი კორექტირება, რასაც უმეტეს შემთხვევაში მოითხოვს.
- ჩართეთ ტუმბო, რათა უზრუნველყოთ წყლის მიმოქცევა ისე, როგორც საჭიროა.
- თქვენ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ თუ რა ზიანი მოუტანა დაბალმა ტემპერატურებმა თქვენს აუზს – ხომ არ გააჩინა ბზარები ან სხვა რაიმე ისეთი, რაც შეიძლება საჭიროებდეს შეკეთებას. თუ თქვენ გაქვთ მინაბოჭკოვანი აუზი, ამაზე დიდი ფიქრი არ მოგიწევთ, რადგან ბოჭკოვანი მინა უფრო გამძლეა ცუდი ამინდის პირობების მიმართ, ვიდრე აუზის სხვა მასალები.
საუკეთესო პასუხი კითხვაზე – “როდის შემიძლია გავხსნა ჩემი აუზი?” არის ” იმაზე უფრო ადრე ვიდრე შენ გგონია”. თუმცა კითხვა „როდის შემიძლია ბანაობა ჩემს აუზში?“ განსხვავდება ზემოთ დასმული კითხვისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი მოვლენა ცალ-ცალკე აღვიქვათ. მიზეზი მარტივია – აუზის გახსნა არ ნიშნავს, რომ მასში ცურაობა შეიძლება, რადგან ხანგრძლივი ზამთრის გამო საჭიროებს აღდგენას. აღდგენა კი მოიცავს მის დეტალურ გაწმენდასა და დათვალიერებას. გახსოვდეთ, რომ აუზს სჭირდება მუდმივი მოვლა – სუფთა წყალში ცურვისთვის.