რატომ არის მნიშვნელოვანი აუზის მოვლა?
აუზის ქონა სახალისოა, ზაფხულის ცხელ დღეს არაფერია უფრო მეტად რელაქსაციური, ვიდრე გრილ აუზში ტივტივი. ის, ასევე, შეკრების და დიდებული წვეულებების ადგილი შეიძლება გახდეს.
აუზი, როგორც ყველა სახალისო რამ ცხოვრებაში, მოითხოვს შესაბამის მოვლა-პატრონობას. თუკი, მის სისუფთავეს რეგულარულად დაიცავთ, მაშინ აუზთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად შეგექმნებათ.
იმისათვის, რომ აუზის დასუფთავება არ გახდეს თქვენთვის ზედმეტი დისკომფორტი, საჭიროა თადარიგის დაჭერა. დაუთმეთ თქვენი აუზის დასუფთავებას ცოტაოდენი დრო ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ.
კარგად მოვლილი აუზი უფრო დიდი ხნით იქნება ფუნქციონალური, მას მხოლოდ პერიოდული მცირე რემონტი დასჭირდება.
ხოლო, თუ თქვენ უსასრულოდ გადადებთ აუზის წმენდის პროცესს, მაშინ ეს დიდ პრობლემად გადაიქცევა. ის შეიძლება იდეალური ნიადაგი გახდეს მწერებისთვის, წყალმცენარეებისთვის და ქვეწარმავლებისთვის.
ამიტომ, თუკი თქვენი აუზის დასუფთავებას შეწყვეტთ, მალევე აღმოაჩენთ, თუ როგორ გადაიქცევა ის ჭაობად.
ამგვარ დაბინძურებამდე მისული აუზისთვის უწინდელი იერსახის დაბრუნებას ბევრად დიდი ფინანსები და დრო დასჭირდება.
ამასთანავე, მოუვლელობით, თქვენს აუზს სიცოცხლეს მოუსწრაფებთ და ის იმაზე ნაკლებს იარსებებს, ვიდრე ეფექტური მოვლის პირობებში.
აუზის წყალში არსებული ქიმიური ნივთიერებები საჭიროებს მუდმივი ბალანსის შენარჩუნებას, რათა წყალი იყოს სუფთა და უსაფრთხო. ამის გასაკონტროლებლად საჭირო არ არის რომ იყოთ ქიმიკოსი. საკმარისია, უბრალოდ შეიძინოთ წყლის ტესტერი და ისწავლოთ მისი გამოყენება. – ეს საუკეთესო რამაა, რასაც თქვენი აუზისთვის გააკეთებთ.
წყლის ბალანსირების გარდა, აუზის სხვადასხვა ნაწილები მოითხოვს სხვადასხვაგვარ მოვლას, იმისთვის რომ შეინარჩუნოს სიცოცხლე და ხანგძლივობა, ამისთვის საჭიროა აუზის აღჭურვილობის შეძენა, რომელსაც ისევე სჭირდება მოვლა, როგორც თავად აუზს, თუმცა მისი შენარჩუნება ისევ და ისევ რეგულარული გამოყენებით არის შესაძლებელი.
მარტივია – აუზის რეგულარული მოვლით, შევინარჩუნებთ, როგორც აუზს, ასევე მის მოსავლელ აღჭურვილობასაც.
აუზის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის – მისი ფილტრი, ის ეხმარება წყალს, რომ იყოს სუფთა. ფილტრი ასუფთავებს მას ნამსხვრევებისგან და მცირე ნაწილაკებისგან.
იმისთვის, რომ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ფილტრი და მისი მაკავშირებელი ყველა ნაწილი, საჭიროა დიდი ნაწილაკები (როგორიცაა ფოთლები) თავად ამოასუფთავოთ წყლიდან სპეციალური აქსესუარის დახმარებით, რადგან თქვენი აუზის ფილტრს მხოლოდ პატარა ნაწილაკებთან გამკლავება შეუძლია. ამით თავიდან აირიდებთ ძვირადღირებულ დაზიანებებს.
შეიძლება ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ თქვენი აუზი გაჟღენთილია ოფლით, თმის გელით, მზისგან დამცავი კრემით, დეოდორანტით და ყველაფრით, რაც ადამიანს შეიძლება სხეულზე ჰქონდეს.
ეს ყველაფერი თქვენი აუზის კედლებზე ილექება და სისუფთავის შენარჩუნებას ხელს უშლის, ამისგან თავის ასარიდებლად, საჭიროა, რეგულარულად ამოწმინდოთ იგი სპეციალური დანადგარის მეშვეობით.
როგორც ხედავთ, აუზის რეგულარული მოვლა აუცილებელია მისი ხანგძლივობის შესანარჩუნებლად, ამიტომ, თუ თავად ვერ ახერხებთ მის მოვლას დროის უქონლობის ან სხვა მიზეზზების გამო, უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალებს და დაიქირავოთ ვინმე, ვინც ამას თქვენ მაგივრად გააკეთებს. ნუ დაელოდებით აუზის გამწვანებას.