რჩევები აუზის მოვლასთან დაკავშირებით

რჩევები აუზის მოვლასთან დაკავშირებითგრძელი, ცივი ზამთრის შემდეგ გაზაფხულის ტემპერატურულმა ცვლილებამ უფრო მეტად მიგვაახლოვა ზაფხულის ცხელ დღეებთან. იმისათვის, რომ ჩვენი საცურაო აუზი მზად იყოს ზაფხულისთვის რიგი სამუშაოების ჩატარების დროა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ აუზზე ზრუნვას, მით უფრო მომზადებული შეხვდებით ზაფხულს.

  • მოსამზადებელი პერიოდი

პირველ რიგში აუზზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ ახლა და არა მოგვიანებით. მიზეზი მარტივია- ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება წყალმცენარეების სპორები, რაც მათ გავრცელებას უწყობს ხელს. ქიმიური დისბალანსი, მზის სხივები და ორგანული ნივთიერებები მათ კიდევ უფრო სწრაფ გაზრდაში უწყობს ხელს.

წყალმცენარეების შემდგომ გაწმენდას კი სჭირდება დრო და ხარჯები, რომლის თავიდან აცილებაც მარტივია, თუ დავაკვირდებით ტემპერატურის ცვლილებებს და სწორ მომენტში მოვემზადებით აუზის გასაწმენდად.

  1. წინასწარ განსაზღვრეთ თარიღი, როდესაც დააპირებთ აუზის გახსნას- ეცადეთ შეარჩიოთ თქვენთვის ნაკლებად დატვირთული დრო.
  2. შეიძინეთ ყველა საჭირო პროდუქცია. მათ შორის, ქიმიკატები და ტესტირების ნაკრები.
  3. შეამოწმეთ აუზის დასუფთავებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო- ხომ არ სჭირდება რომელიმეს შეცვლა ან შეკეთება. თუ კი ეს ასეა, იზრუნეთ მათ შეძენაზე.
  4. ეცადეთ აუზის ირგვლივ არსებული მცენარეები თუ ხეები ისე გასხლათ, რომ აუზში არ იყრებოდეს მათი ნარჩენები- ეს ხელს შეუწყობს წყალმცენარეების სპორების შემცირებასაც.
  • გადასაფარებლის გაწმენდა

აუზის გახსნის დაგეგმვამდე ერთი კვირით ადრე ეცადეთ გაასუფთავოთ აუზის გადასაფარებელი სხვადასხვა ნარჩენებისა და ნამსხვრევებისგან, ასევე დაგროვებული წყლისგან. გასუფთავების შემდგომ დადეთ ისეთ ადგილზე, სადაც გაშრება და აუზის სეზონის დასრულებამდე შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

  • შეამოწმეთ ძირითადი ნაწილები

დააკვირდით აუზის კონსტრუქციას. მნიშვნელობა  არ აქვს მიწისქვედა თუ მიწისზედა აუზი გაქვთ- შეამოწმეთ რაიმე ბზარი, ლაქები, ნაპრალები ხომ არ არის გაჩენილი. წყლის ნაკადის და ცურვის შედეგად შეიძლება უფრო გაუარესდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი წინასწარ შეკეთება.

  • არ დააცარიელოთ აუზი!

გახსოვდეთ, რომ საგანგებო სიტუაციის არარსებობისას საჭირო არ არის აუზის წყლისგან დაცლა. მაგალითად, თუ დათვალიერებებისას აღმოჩნდა, რომ საჭიროა სტრუქტურული სამუშაოების ჩატარება ან წყალმცენარეები ისე გაიზარდა, რომ სხვანაირად ვერ უმკლავდებით ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ აუზის დაცლა. თუმცა თუ მხოლოდ წყლის გასაახლებლად დაცლით აუზს ამან შესაძლოა გამოიწვიოს დიდი ზიანი.

საუკეთესო გზა, რომ ზამთრის პერიოდში თქვენს აუზს შეუნარჩუნოთ სისუფთავე არის კარგი აუზის გადასაფარებელი!

  • ტუმბოსა და ფილტრის მოწესრიგება

აუცილებელია შეამოწმოთ აუზის ფილტრი და ტუმბო- დაზიანებისა და ჭუჭყის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენ გაქვთ კარტრიჯის ფილტრები, ყურადღებით დააკვირდით კარტრიჯის ელემენტს და O-რგოლებს თავსახურის გარშემო. საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ. ქვიშის ფილტრებისთვის საჭიროა მათი უკანა ნაწილების გარეცხვა, უფრო კარგი ვარიანტია ახალი ფილტრის შეძენა. სხვა პატარა ფილტრებისთვის გაწმინდეთ ან შეცვალეთ ბადე.

ასევე, შეამოწმეთ ტუმბო- გახსენით სარქველები, ჩართეთ და შეამოწმეთ რომელიმე ნაწილიდან ხომ არ ხდება გაჟონვა. ასევე, დააკვირდით წნევის საზომს- იქმნება თუ არა ბუშტები აუზის გარშემო.

  • შეამოწმეთ წყლის დონე

ზოგადად, ზამთრის პერიოდში აუზი კარგავს წყალს. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა შეავსოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქიმიკატების ბალანსის შესანარჩუნებლად საჭიროა შესაბამისი წყლის დონე.

  • გაწმინდეთ აუზი

თუ თქვენ კარგი აუზის საფარი გაქვთ, მაშინ მასში მოხვედრილი ნარჩენები მინიმალური იქნება. აუზის გასაწმენდად გამოიყენეთ წყლის მტვერსასრუტი. დარწმუნდით, რომ, იმ ადგილებს, სადაც ვაკუუმი ვერ აღწევს თქვენ გაასუფთავებთ. მაგალითად, აუზის კუთხეებში ან კიბის უკან. კარგი იქნება თუ აუზის ტუმბო მინიმუმ 24 საათის განმავლობაში მოახდენს წყლის ცირკულაციას, რათა გაფილტროს აუზში დაგროვებული ჭუჭყი.

  • ქიმიური ნივთიერებების ბალანსი

ტუმბოს მთელი დღის განმავლობაში ამუშავება დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ წყალში არსებული ქიმიკატების დონე. ამისთვის ერთ-ერთი კარგი ვარიანტია წყლის ნიმუშის წაღება აუზების მაღაზიაში. იქ ხშირად ამოწმებენ მას უფასოდ, რათა გაზომონ მინერალები, pH და ქლორი.

გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აუზში ქიმიური ნივთიერებების ბალანსირება:

  1. PH-ის დონე- 7.2-7.4-მდე გასაზრდელად გამოიყენეთ სოდა-ნაცარი; შესამცირებლად კი მურიატინის მჟავა ან ნატრიუმის ბისუფლატი.
  2. ტუტე- 80-დან 120-მდე გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატრიუმის ბიკარბონატი; შესამცირებლად კი მურიატინის მჟავა
  3. კალციუმი- თუ მისი დონე 150 მგ/ლ-დან 250 მგ/ლ-მდე მერყეობს წყალი ძალიან რბილია( ანუ არ არის საკმარისი კალციუმი)- მის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალციუმის ქლორიდი.
  4. ქლორი- თუ მისი დონე 1 მგ/ლ-დან 3 მგ/ლ-მდე მერყეობს, საჭიროა სითხის ან გრანულების დამატება ნორმალურ დონემდე მოსამატებლად. შეიძლება, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დაგჭირდეთ უფრო მეტი ქლორის დამატება, რათა ქლორის რაოდენობა ოპტიმალურ დონეზე შეინარჩუნოთ.
  • ცურაობის დროა!

მას შემდეგ, რაც წყალი, საბოლოოდ, გაიწმინდება, ქიმიკატები დაბალანსდება- ეს ნიშნავს, რომ აუზი მზადაა! ამას შეიძლება ერთ კვირაზე დიდი დრო დასჭირდეს, ამიტომ, როგორც ზემოთ ვახსენე, რაც უფრო ადრე დაიწყებთ აუზის მწყობრში მოსაყვანად მზადებას, მით უფრო კარგად შეხვდებით ზაფხულის ცხელ დღეებს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგაც უნდა განაგრძოთ აუზის მოვლა. აუზი რეგულარულ წმენდას მოითხოვს, აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც გაწმინდოთ წყლის მტვერსასრუტით. ეცადეთ ყოველდღე თუ არა კვირაში რამდენჯერმე მაინც შეამოწმოთ ქიმიური ნივთიერებების დონე. ამ ყველაფერს თუ დაიცავთ დიდი ხნის განმავლობაში ისიამოვნებთ სუფთა აუზში ცურვით!

ავტორი – IRIS

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media