სპა აბაზანების სასარგებლო თვისებების ნაკრები

ბევრ ადამიანს არ სჭირდება მიზეზები პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ დადებითი მუხტი და რელაქსაცია სტრესისგან ათავისუფლებს და ჩვენს დღეს მეტად პროდუქტიულს ხდის. სპა აბაზანების მიღების უფრო მეტი მიზეზი არსებობს და ზოგიერთი მათგანი რეალურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

  1. მას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    დიახ, არ მოგესმათ, წყალში კისრამდე ჩაძირვა გულის მუშაობას ხელს უწყობს. ეს ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ხელი შეუწყოს ჯანმრთელობას და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა გააუმჯობესოს.

  1. გვეხმარება კომფორტულ დაძინებაში

როგორც ვიცით, ცხელი წყალი ხელს უწყობს დასვენებას და განტვირთვას. ცხელი აბაზანის მიღება ზრდის სხეულის ტემპერატურას, ამშვიდებს კუნთებს და გვეხმარება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.  კუნთების მოდუნება და შინაგანი სიმშვიდე ძილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

  1. მას შეუძლია ტკივილების შემსუბუქება

ცხელი აბაზანა, როგორც უკვე ვახსენეთ ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, რაც ჩვენს ტკივილს ბევრად შეამსუბუქებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სპორტულ დაზიანებებსა და კუნთების დაჭიმულობასთანაა კავშირში.

    4. გვეხმარება არტერიული წნევის დარეგულირებაში

ჩატარებული კვლევების თანახმად, ცხელი აბაზანა აჩქარებს გულის ცემას, უწყობს ხელს მის ხანგრძლივ მუშაობას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

  1. მას შეუძლია დაეხმაროს დიაბეტს და წონის კლებას

დიახ, არ მოგესმათ. ცხელი წყლის მინერალური აბაზანები არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ასევე, აბაზანის მიღებამ 30 წუთით, კვირაში ექვსი დღის განმავლობაში, შესაძლოა დაგაკლებინოთ 4 კილოგრამი თვეში. რა თქმა უნდა ეს არ არის დიეტა და არც სწორი კვება, თუმცა მცირედით მაინც დაგეხმარებათ.

  1. ამცირებს სტრესს

თბილი წყლის აბაზანები ხელს უწყობს შინაგან სიმშვიდეს, რაც ამცირებს სტრესს. ნაკლები დაძაბულობა მნიშვნელოვანია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

  1. მას შეუძლია შეამციროს თავის ტკივილი

მრავალ დადებით თვისებებს შორის, სპა აბაზანები დაგეხმარებათ თავის ტკივილის შემცირებაში. სისხლძარღვების გაფართოება და ორგანიზმის მოდუნება ამცირებს ზეწოლას თავის ტვინზე. ასევე ამშვიდებს ნერვულ დაბოლოებებს, რაც თავის ტკივილს ამცირებს.

  1. გვეხმარება თვითშეფასების და თავდაჯერებულობის ამაღლებაში

როგორც ვთქვით რელაქსაცია სტრესს ამცირებს, რაც გვეხმარება იმაში, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ. ყველა ფაქტორი ხელს უწყობს ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებას და განწყობის ამაღლებას.  ცხელი აბაზანები ჯაჭვური რეაქციით გვეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავის ვირწმუნოთ და მეტად თავდაჯერებულები გავხდეთ.

Noki არის კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ ოცნებების ახდენაში. თავს გაგრძნობინებთ ბევრად კომფორტულად და ჯანმრთელად.

ყველა ფაქტორის მიხედვით, თუ ჯაკუზის შეძენას გადაწყვეტთ კომპანია ნოკის უნდა მიაკითხოთ. მეგობრული და სასიამოვნო გარემო თავს ისე გაგრძნობინებთ როგორც საკუთარ სახლში.

ნოკის შოუ რუმში შეგიძლიათ გაეცნოთ და შეიძინოთ კომპანია “Passion Spa” (ნიდერლანდები) კოლექციიდან სპა-ს რამოდენიმე მოდელი.

Passion Spa კოლექციები შექმნილია დასვენების, გართობის, სარელაქსაციო და სამკურნალო, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

  •  ყველა სავარძელს და საწოლს გააჩნია ერგონომიული დიზაინი, აღჭურვილია სპეციფიკური და უნიკალური მასაჟის პაკეტით მაქსიმალური კომფორტისა და სიამოვნების მისაღებად.
  •  Passion Spa– ში მასაჟის მფრქვევანები განთავსებულია ისე, რომ შექმნან მაქსიმალური თერაპიული და სარელაქსაციო ეფექტი.
  •  Passion Spas – ს წყლის გამწმენდის ექსკლუზიური სისტემა უზრუნველყოფს წყლის განსაკუთრებულ ფილტრაციას უახლესი ტექნოლოგიით. შედეგად, იღებთ სუფთა და გაზირებულ წყალს, ნაკლები დანახარჯებით.

ჩვენი პროდუქციის სანახავად და დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ: სპა – Noki

უნიკალური დიზაინის და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისთვის კი ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია.

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media