ყველაზე პოპულარული აუზის დიზაინები და ფორმები

საცურაო აუზები ყველანაირი ფორმის, ზომის, სტილისა და დიზაინის არსებობს. ზოგიერთი მათგანი კონკრეტული მიზნებისათვის გამოიყენება, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფიტნესი, ინოვაციებზე ხაზგასმა და სხვ.

აუზის ფორმა და დიზაინი შესაძლოა ნებისმიერმა რამემ გიკარნახოთ: თქვენი სახლის ექსტერიერმა, ეზოს ინფრასტრუქტურამ, ბიუჯეტმა და ა.შ

ჩვენ მოგიმზადეთ ყველაზე პოპულარული დიზაინებისა და ფორმების სია, რომლებიც თქვენს აუზს დაამშვენებდა:

მართკუთხა

თავდაპირველად, აუზები შეიქმნა კლასიკური, მართკუთხა ფორმით, რომელიც ესთეტიურად სასიამოვნო და პრაქტიკული იყო. ის ამ თვისებებით დღესაც გამოირჩევა და პოპულარობას არ თმობს.

ოვალური და მრგვალი

მომრგვალებული ფორმის აუზებმაც ადრეული წლების ჰოლივუდურ ელიტაში მოიპოვეს პოპულარობა. ვარსკვლავები ჟურნალების ყდებზე ხდებოდნენ თავიანთ მრგვალ აუზებში გადაღებული ფოტოებით, რამაც საზოგადოების მადა მრგვალი აუზების მიმართ გააძლიერა.

ინოვაციური

ობიექტების ფორმის ინოვაციური აუზები საკმაოდ პოპულარულია. ის თავიდან ბოლომდე გამოხატავს მფლობელის სურვილებსა და გემოვნებას. ზოგიერთს კატის ფორმის სურს ზოგსაც კი, გიტარის.

L-ის ფორმის

არსებობს ორი ტიპის L- ფორმის აუზები: ჭეშმარიტი- L, რომელიც ჰგავს ნამდვილ “L” ასოს და ზარმაცი L, რომელიც გვთავაზობს მის ოდნავ განსხვავებულ დიზაინს.

თავისუფალი

როგორც სათაური გულისხმობს, თავისუფალი ფორმის აუზებს სრულიად თავისუფალი ფორმები აქვს და გამოკვეთილი დიზაინი არ გააჩნია. მისი მახასიათებელი მომრგვალებული გეომეტრიული ფორმებია და მას სხვანაირად მოიხსენიებენ, როგორც ოაზისსა და ლაგუნას.

კლასიკური (ბერძნულ-რომაული)ი

კლასიკური აუზის ფორმები მართკუთხა აუზების ვარიაციებია და ხშირად უწოდებენ ბერძნულ და რომაულ აუზებს. რომაული ფორმის საცურაო აუზს აქვს თაღოვანი ან მცირე მრუდი ერთ ან ორივე ბოლოში და მიეკუთვნება კლასიკური ფორმის აუზების კატეგორიას.

როგორც ხედავთ, აუზების დიზაინებსა და ფორმებში შეზღუდული არ ხართ, დაიწყეთ დაგეგმვა ახლავე და აიშენეთ საოცნებო აუზი უმოკლეს ვადებში.

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media