აუზისთვის წყლის მომზადება
საცურაო აუზისათვის წყლის მომზადების მთავარ პირობად ითვლება წყლის ფილტრაცია და ცირკულაცია (წყლის მომზადების ფიზიკური მეთოდები), ასევე წყლის დამუშავება სპეციალური საშუალებებით (წყლის ქიმიური დამუშავება). წყლის დამუშავების ქიმიური და ფიზიკური მეთოდები ერთდროულად აუცილებელია წყლის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებისათვის. მხოლოდ ფილტრაცია და ცირკულაცია საკმარისი არ არის იმისთვის რომ შეაჩეროს წყალში მიკროორგანიზმების განვითარება. ამიტომ არ შეიძლება ქიმიური საშუალებების უგულველყოფა. ვირუსი, სოკო და ბაქტერია კვდება მხოლოდ წყლის დეზინფექციის დროს. წყალმცენარეების წარმოქმნას ხელს უშლის ალგიციდი, ხოლო კოაგულანტი ხელს უწყობს წყლის და წვრილი ნაწილაკების დალექვას. ამრიგად, საცურაო აუზის ყველა მფლობელმა, უნდა გამოიყენოს ქიმიური პრეპარატები, რათა უზრუნველყოს წყლის ხარისხი.
წყლის ქიმიური დამუშავება
წყლის ქიმიური დამუშავება მოიცავს აუცილებელ ეტაპებს:
1. PH-ის დონის რეგულირება(PH-ის დონის შემცირება ან მომატება)
2. წყლის დეზინფექცია;
3. წყალმცენარეების განადგურება;
4. მღვრიე წყლის დაწმენდა (კოაგულაცია);
წყლის დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს, როგორც ქლორის შემცველი პრეპარატებით, ასევე სხვა საშუალებებით, კერძოდ იონიზატორით, სტერილიზატორით.
წყლის ფიზიკური დამუშვება
თუ აუზში წყალი კარგად ცირკულირებს, გაჭუჭყიანებული წყალი ფილტრის საშუალებით იფილტრება. აუზის წყლის მთელი მოცულობა დღეში 2-3 ჯერ მაინც უნდა გატარდეს ფილტრში. ქვიშის ფილტრის გამოყენების შემთხვევაში კვირაში ერთხელ აუცილებელია ჩატარდეს ქვიშის გარეცხვა. შემდეგ ფილტრის ავზი უნდა შეივსოს ახალი წყლით. ასევე აუცილებელია სხვა ფილტრების რეგულარული წმენდა. ყოველკვირეულად უნდა ხდებოდეს წყლის 3%-ის განახლება. ძირითადი ჭუჭყი იწმინდება ხელით, აქანდაზით ან ფსკერის საწმენდი საშუალებით. ცირკულაცია და ფილტრაცია წყლის გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის,ამიტომ აუცილებელია წყლის ქიმიური დამუშავება.
წყლის ხარისხის მაჩვენებელი
რბილი წყალი – წყალში ხისტი მარილების შემცირებით იმატებს ნახშირმჟავას ,შემცველობა რაც იწვევს რკინისა და ბეტონის კოროზიას, ამიტომ წყლის ხარისხის
შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი წესების დაცვით.
ხისტი წყალი – წყლის გათბობისასს ნახშირმჟავა ორთქლდება და წყალში ტუტეს შემცველობაიმატებს. წყალი იმღვრევა და მფილტრავ მასალაზე ჩნდება ნალექი.
PH-ის მნიშვნელობა – აუზის შევსების შემდეგ აუცილებელია გაიზომოს და დარეგულირდეს PH-ის დონე. წყლის სიხისტეზე და ტემპერატურაზეა დამოკიდებული PH-ის მერყეობა. თავდაპირველად
მოწმდება PH-ის დონე ყოველ დღე. ორი კვირის შემდეგ ეს პროცედურა შეიძლება შესრულდეს 3-4 ჯერ კვირაში. ერთი კვირის განმავლობაში თუ არ მოხდა PH-ის დონის საგრძნობი შეცვლა,
საკმარისია PH-ის დონის გაზომვა და დარეგულირება კვირაში ერთხელ. PH-ის დონე იდეალურად ითვლება 7,0-7,4 ფარგლეფში. თუ PH-ი 7.0-ზე დაბალია შეიძლება გამოიწვიოს მილგაყვანილობის და ფილტრების კოროზია.
წყლის მოვლის საშუალებები
ქ ლ ო რ – გ რ ა ნ უ ლ ა ტ ი
ქლორის აქტიური შემცველობა 55%. ორგანული გრანულები. სწრაფად ხსნადი ქლორის პრეპარატი გრანულებში გამოიყენება, როგორც სადეზინფექციო საშუალება ბაქტერიების სალიკვიდაციოდ და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, როგორც შოკური საშუალება. დოზირება 100გრ. – 10 მ3 წყალზე. გაიხსნას წყალში და მოისხას აუზის წყლის ზედაპირზე.
ტ ა ბ ლ ე ტ ე ბ ი B S T
კომბინირებული 200გრ ტაბლეტები შეიცავს თავისუფალ ქლორს, ფლოკულანტს და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებას. ის წარმოადგენს ნელახსნადი სტაბილიზირებული ქლორის პრეპარატს, რომელიც გამოიყენება აუზის წყლის ხანგრძლივი პროფილაქტიკური მოვლისათვის. სუფთა წყლის შესანარჩუნებლად ტაბლეტი უნდა მოთავსდეს სკიმერში.
ფ ლ ო კ ე რ ი ს ფ ხ ვ ნ ი ლ ი
წარმოადგენს სწრაფად ხსნად ფხვნილს. გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ. დოზირება 100გრ – 10მ3 წყალზე. გაიხსნას წყალში და მოისხას აუზის წყლის ზედაპირზე. ფილტრაცია გამოირთოს 10 საათის განმავლობაში.
ფ ლ ო კ უ ლ ა ნ ტ ი ს ტ ა ბ ლ ე ტ ე ბ ი
125 გრამიანი ტაბლეტები ნაჭრის ტომსიკაში, გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ.
P H პ ლ უ ს ი – გამოიყენება PH დონის მოსამატებლად. PH-ის იდეალური დონეა7,0-7,4. წარმოადგენს ტუტის შემცველ პრეპარატს. უნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ფართზე.
P H მ ი ნ უ ს ი – გამოიყენება PH-ის დონის დასაწევად. PH-ის იდეალური დონეა 7,0-7,4. არ შეიცავს ქლორს. უნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ზედაპირზე.
ა ლ გ ე ქ ს ი
15% ალგიციდი, სითხე. ხელს უშლის წყალმცენარეების წარმოქმნას. დოზირება: 100მლგ – 10მ3 წყალზე, მოისხას აუზის წყლის პერიმეტრზე, ჩაირთოს ცირკულაცია.
ქიდს ქეარ
წყლის მოვლის საშუალება საბავშვო აუზებში, ქლორის შემცველობის გარეშე, უსაფრთხოა ბავშვის კანისათვის. ბაქტერიებისა და წყალმცენარეების საწინააღმდეგო. — PH ნეიტრალურია.
ალბა სუპერი – კონცენტრატი, მაღალი ალგიციდების შემცველობის, წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგო. არააქაფებადი პროდუქტი. დოზირება: 80მლგ-10მ3. უნდა მიოსხას აუზის წყლის
ზედაპირზე. ჩაირთულია ცირკულაცია. შოკური თერაპიის დროს 500მლგ-10მ3
ფლისანი-ძლიერი საწმენდი საშუალება აუზებისა და აბაზანებისათვის. ეფექტურია ცხიმოვანი ნადების და ჩამჯდარი ჭუჭყის წინააღმდეგ. ჯაგრისით უნდა წაესვას დაბინძურებულ ადგილებს და შემდეგ ჩამოირეცხოს სუფთა წყლით. დოზირება: გაზავდეს წყალში 1:3 დან 1:15-მდე დაბინძურების ხარისხის მიხედვით შენიშვნა: მომინანქრებულ და ლაქირებულ ზედაპირზე აუცილებელია ჯერ ჩატარდეს ცდა..
კალცსტაბი
აუზის წყლის საწმენდი საშუალება, წყალს ასუფთავებს რკინის, სპილენძის, ვერცხლისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობისაგან, ასევე ეფექტურია ჟანგის საწინააღმდეგოდ. ამცირებს წყლის სიხისტეს.
დოზირება: წყლის სიხისტე 10 ყოველ 10მ3-500მლგ
10-20 1000მლგ
20-30 1500მლგ
30 და ზევით 2000მლგ
თავსდება სკიმერში. ჩაირთულია ცირკულაციის რეჟიმი.
ძირითადი საწმენდი – აუზის საწმენდი მჟავა, იხმარება ხავსის, ფერშეცვლილი კედლების და ლპობის შედეგად
წარმოქმნილი სხეულების მოსაშორებლად.
დოზირება: 1:1 – დან 1:3 – მდე დაბინძურების ხარისხის მიხედვით. გაირეცხოს დაბინძურებული ადგილები და შემდეგ ჩაირეცხოს სუფთა წყლით.
პარფიუმერია – სხვადასხვა სუნის 250 მლგ. სითხე აუზებისა და აბაზანებისათვის.სასიამოვნო არომატს ინარჩუნებს 5-7 დღე. დოზირება: 5მლ- 1მ3