ავტომატური დოზირების სისტემა
აუზის ქონა, მის მუდმივ მოვლასა და შემოწმებას საჭიროებს, რასაც სათანადო დრო უნდა დაუთმოთ.
აუზის ერთ-ერთი მაცოცხლებელი ფაქტორი მასში არსებული წყლის კონტროლია, რომელსაც ავტომატური დოზირების სისტემით შეძლებთ.
ავტომატური დოზირების სისტემა უზრუნველყოფს ქლორისა და PH-ის დონის განსაზღვრას თქვენი აუზის წყალში. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სახლის, ასევე, კომერციული აუზებისთვისაც.
სისტემა ავტომატურად ზომავს ქლორისა და PH- ის დონეს აუზიში და ამატებს საჭირო რაოდენობის ქიმიურ ნივთიერებებს, რათა შეინარჩუნოს იგი სასურველ დონეზე.
მას აქვს მარტივი სენსორული პანელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავად დააყენოთ სასურველი დონე და მონიტორინგი განახორციელოთ მიმდინარე ქლორისა და PH- ის დონეზე.
ავტომატური დოზირების სისტემის საშუალებით, თქვენს აუზში არსებული წყალი იქნება სრულიად უვნებელი, არა მარტო თქვენთვის, არამედ თვითონ აუზისთვისაც – იგი, ამგვარად, უფრო დიდ ხანს იარსებებს.