აუზის ტიპები

რა უნდა იცოდეთ საცურაო აუზის შესახებ?

  • აუზის პროექტირება  აუცილებელია  არქიტექტორის და კონსტრუქტორის მიერ;
  • აუზის  ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია მის ტექნოლოგიური მხარეზე;
  • ერთიდაიგივე ზომის აუზი  სხვადასხვა ღირებულების შეიძლება იყოს; ფასი დამოკიდებულია დამონტაჟების დროს გამოყენებულ  მასალასა და  აქსესუარებზე.

არსებობს ორი ტიპის აუზი: სკიმერული და გადადინებით

what-is-a-pool-skimmer-1110x630

სკიმერული

სკიმერი – წყლის შემწოვი მოწყობილობაა, რომელიც ჩართულია წყლის ფილტრაციის სისტემაში
0c172875-73ed-4fb8-9c0c-f3c3d9929cf2-1

გადადინებით

ასეთი ტიპის აუზებში წყალი ბოლომდეა სავსე და გადადის აუზის გარშემო მოწყობილ სპეციალურ ღარში. მსგავსი აუზებისათვის აუცილებელია ე.წ. საფართოებელი ავზის და დამატებითი მოწყობილობების არსებობა. ამიტომ, შედარებით ძვირია, შესაბამისი ზომის სკიმერულ აუზებთან შედარებით.
DSC09376-highres-scaledMPDPRODELUX011
სურათზე შეგიძლიათ გაეცნოთ აუზის მოწყობის პრინციპულ სქემას  ძირითად დანაგარებს და მოწყობილობებს.
 

ლაინერი

ლაინერი ჰიდროსაიზოლაციო მოსაპირკეთებელი მასალაა. საუკეთესო შედუღების ხარისხი, მოხმარების გრძელვადიანობა, მდგრადობა სოკოს, წყალმცენარეების, ულტრაიისფერი სხივების და წყლის მოვლის ქიმიური საშუალებებისადმი  აქცევს საცურაო აუზების მოპირკეთებისთვის საუკეთესოდ.

მისი შედუღება ხდება სპეციალური ხელსაწყოებით ადგილზე, პირდაპირ საცურაო აუზში.

ლაინერით მოპირკეთების შემთხვევაში წყლის გაჟონვის საშიშროება არ არსებობს.

უჟანგავი ლითონის აუზები

ავსტრიული კომპანია “Berndorf”-ის წარმოების ლუქს კლასის აუზის შეკვეთა შესაძლებელია ნოკიში, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენლობასაც ხუთ წელზე მეტია ვფლობთ.

მისი უპირატესობებია:

  • ხაგრძლივი მოხმარების გარანტია;
  • ჰიგიენის მაღალი დონე;
  • გლუვი ზედაპირი;
  • არავითარი საშიშროება ყინვის დროს;
  • იდეალური ვიზუალური ეფექტი წყლისა და მეტალის კომბინაციით;
  • მასალის მაღალი ელასტიურობა, მიწიძვრებისა და გრუნტის დაჯდომის შემთხვევაში;
  • მინიმალური დანახარჯები ექსპლუატაციის დროს;
  • მინიმალური მონტაჟის დრო;

მისი შედუღება ხდება სპეციალური ხელსაწყოებით ადგილზე, პირდაპირ საცურაო აუზში.

ლაინერით მოპირკეთების შემთხვევაში წყლის გაჟონვის საშიშროება არ არსებობს.

ქვიშის ფილტრების გამოყენება

 

ქვიშის ფილტრებში თავსდება კვარცის (საუკეთესოა გერმანული წარმოების) ქვიშა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მექანიკურ წმენდას. მისი შეცვლა აუცილებელია 4-5 წელიწადში.  ფილტრის მუშაობისთვის გამოიყენება ექვსსვლიანი ვენტილი, რომლის ფუნქციებსაც ქვემოთ გთავაზობთ:

  • ფილტრაცია (FILTRATION) ფილტრში გამავალი წყალი შედის აუზში. ეს რეჟიმი გამოიყენება ფილტრაციისა და გათბობისათვის.
  • დაცლა (WASTE ) წყალი ფილტრის გაუვლელად ჩაედინება აუზიდან კანალიზაციაში. ეს რეჟიმი გამოიყენება დაცლისთვის.
  • დაკეტილია (CLOSED) ყველაფერი დაკეტილია. ეს რეჟიმი გამოიყენება, ფილტრის სერვის მომსახურებისათვის.
  • თვითრეცხვა (BACKWASH) წყალი აუზიდან გაივლის ფილტრში, მის გასარეცხად და ჩაედინება კანალიზაციაში. ეს რეჟიმი გამოიყენება ფილტრის გაწმენდისათვის.
  • ცირკულაცია (CIRCULATION) წყლის ცირკულაცია გამოიყენება ქიმიკატების შეყვანის შემდეგ.
  • დატკეპნა (RINCE) წყალი აუზიდან გადის ფილტრში, ტკეპნის ქვიშას და ჩაედინება კანალიზაციაში. გამოიყენება ფილტრის გარეცხვის დასასრულებლად.

 

წყლის ფილტრაცია საჭიროა ყოველ დღე, იმის მიუხედავად ხდება თუ არა აუზის გამოყენება.

 

ყურადღება

 
  • სასურველია აუზს მიეწოდებოდეს სტაბილური ელ. ენერგია, ან გამოყენებულ იქნას სტაბილიზატორი
  • თითოეული სამუშაო რეჟიმის გადართვის წინ აუცილებლად გამორთეთ ძრავი!
  • წყლის მტვერსასრუტით მუშაობის, ფილტრის გაწმენდისა და აუზის დაცლის დროს გამორთეთ თბომცვლელი / ბოილერი

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media