კომპანია „ნოკი“ უკვე მეორე წელია ზედიზედ ჯილდოვდება, როგორც საუკეთესო- კატეგორიაში – “საცურაო აუზის მშენებლობა და პროექტირება “.
გოლდენ ბრენდის დაჯილდოვება მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებული კომპანიების გამოვლენას სხვადასხვა კატეგორიაში.
2017 წლის რჩეული ბრენდების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა, საკონსულტაციო ჯგუფებმა, სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
კომპანია „ნოკი“ მრავალი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე არსებობს და დღემდე ლიდერის პოზიციებს არ თმობს. კომპანიის აზრით, ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული: პროფესიონალთა გუნდი, ხარისხიანი მასალები, ერთგულ მომხარებელთა შთამბეჭდავი რიცხვი და საერთაშორისო კონტაქტები – ამ კომპანიის წინსვლის საწინდარია.
„ნოკი“ გთავაზობთ ყველაფერს, რაც საცურაო აუზებს და სპას ეხება. კომპანია ერთგული რჩება თავისი ღირებულებების, სწრაფი და უნაკლო მომსახურება, ხარისხიანი პროდუქცია, ევროპაში სერთიფიცირებული კადრი – ნოკის უპირატესობას განაპირობებს. კომპანიის ზრდა გამოწვეულია მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სერვისითა და მაღალი დონის მენეჯმენტით.
გოლდენ ბრენდის დაჯილდოვება 2006 წელიდან იმართება და ბიზნეს სექტორში ერთ- ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.
Golden Brand 2017-ის ცერემონია სასტუმრო ჰუალინგში ჩატარდა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, უცხოეთის წამყვანი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის და პრესის წარმომადგენლები.