ზაფხულის სეზონი გვიახლოვდება და შესაბამისად აქტუალური ხდება საცურაო აუზიც. აუზი ხომ გაგრილების , დასვენებისა და გართობის საუკეთესო საშუალებაა….
თუმცა, მოუვლელი აუზი ბევრი დაავადების გავრცელების მიზეზიც შეიძლება გახდეს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნათლად ჩანს აუზის წყლის საშუალებით სხვადასხვა დაავადებების გადაცემის რისკი
დაავადება **წყლისგან დასნებოვნების საშიშროება
ადენოვირუსული ფარინგო-კონიუნქტივის ცხელება
+++
2. მუნი / ეპიდერმოფიტია +++
3. კოკსაკის ვირუსი ++
4. დეზინტერია ++
5. ოტიტი, სინუსიტი,ტონზილიტი, კონიუქტივიტი ++
6.კანის ტუბერკულოზი ++
7. სოკო ++
8. ლეგიონელეზი +
9. ამებური მენინგოენცეფალიტი +
10. პოლიომელიტი +
11. ტრახომა +
12. კონტაქტური იმპლიუსკი. +
13. გონორიული ვულვოვაგინიტი +
14. ასკარიდოზი +
15. ტრიქოცეფალია +
16. ენტერობიოზი +
17. გასტროენტერიტი
+
** წყალისგან დასნებოვნების შანსი:
+++ მაღალი, ++საშუალო, + შესაძლო
როგორ შევამციროთ დაინფიცირების რისკი და თავიდან ავიცილოთ საშიშროება. ამისათვის სასურველია შემდეგი მინიმალური რეკომენდაციების გათვალისწინება:
მომხმარებლებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ:
1. დავიცვათ პირადი ჰიგიენა. არ ჩავიდეთ აუზში, შხაპის მიღების გარეშე;
2. შხაპის მიღება აუცილებელია აუზიდან ამოსვლის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ ტანის კარგად გაიმშრალება;
3. თუ გაქვთ დაზიანებული კანი, შეეცადეთ დაიკრათ ე.წ. პლასტირი;
4. თუ ფეხის სოკოვანი დაავადება გაწუხებთ, გამოიყენეთ წყლის ფეხსაცმელი; მათი გამოყენება სასურველია, ასევე, საზოგადოებრივი აუზებით სარგებლობის დროს სოკოვანი დაავადების გადადების პრევენციისათვის;
აუზის მეპატრონეებს და მომვლელებს გირჩევთ:
– საზოგადოებრივ აუზებში, რეგულარულად /ყოველდღე/ აკონტროლეთ აუზშიPH- ის და ქლორის შემცველობა;
– სისტემატურად / ყოველთვიურად/ , ან საეჭვო შემთხვევაში აუცილებლად, ჩაატარეთ წყლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
– ყოველდღიურად დაასუფთავეთ აუზი წყლის მტვერსასრუტით.
– აღჭურვეთ აუზები ავტომატური დოზირების და კონტროლის სისტემით.
– წყლის დამუშავების დროს, გარდა ქიმიური პრეპარატებისა, გამოიყენეთ იონიზაციისა და სტერილიზაციის სისტემები. მათი გამოყენებით თქვენ საგრძნობლად შეამცირებთ ქიმიკატების მოხმარების რაოდენობას, რაც კიდევ უფრო ჯანმრთელს გახდის თქვენი აუზის წყალს.
კერძო აუზის მფლებელებმაც, ასევე უნდა გაითვალისწინონ საცურაო აუზის მოვლის სისტემატურობა, რადგან წყლით დაინფიცირების საშიშროება ყოველთვის დგას.
რაც მთავარია, გამოიყენეთ მხოლოდ მაღალხარისხიანი აუზის მოვლის საშუალებები და ნუ გააკეთებთ ეკონომიას თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე.
„ნოკი“ გისურვებთ ჯანმრთელობას!