წყლის მოვლა

აუზისთვის წყლის მომზადება

საცურაო აუზისათვის წყლის მომზადების მთავარ პირობად ითვლება წყლის ფილტრაცია და ცირკულაცია (წყლის მომზადების ფიზიკური მეთოდები), ასევე წყლის დამუშავება სპეციალური საშუალებებით (წყლის ქიმიური დამუშავება).

წყლის დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა კომბინირებული მეთოდები აუცილებელია წყლის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებისათვის. ვირუსი, სოკო და ბაქტერია კვდება მხოლოდ წყლის დეზინფექციის დროს.

მხოლოდ ფილტრაცია და ცირკულაცია საკმარისი არ არის იმისთვის რომ შეაჩეროს წყალში მიკროორგანიზმების განვითარება. Aამიტომ ვირუსის, სოკოს და ბაქტერიის წინააღგმდეგ სხვადასხვა მეთოდის საშუალებების გამოყენებაა საჭირო.

– წყლის მოვლის სპეციალური ქიმიური საშუალებები.
– წყლის სტერილიზაციის მეთოდი.
– წყლის იონიზაციის მეთოდი.

მათი კომბინაცია კი ბევრად უკეთ შედეგებს იძლევა.

ამრიგად, საცურაო აუზის ყველა მფლობელმა, უნდა გამოიყენოს ქიმიური პრეპარატები, რათა უზრუნველყოს წყლის ხარისხი.

 
 

წყლის ქიმიური დამუშავება

 

წყლის ქიმიური დამუშავება მოიცავს აუცილებელ ეტაპებს:
1. PH-ის დონის რეგულირება(PH-ის დონის შემცირება ან მომატება)
2. წყლის დეზინფექცია;
3. წყალმცენარეების განადგურება
4. მღვრიე წყლის დაწმენდა (კუაგულაცია)
წყლის დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს, როგორც ქლორის შემცველი პრეპარატებით, ასევე სხვა საშუალებებით, კერძოდ იონიზატორით, სტერილიზატორით.

 
 

წყლის ფიზიკური დამუშვება

 

თუ აუზში წყალი კარგად ცირკულირებს, გაჭუჭყიანებული წყალი ფილტრის საშუალებით იფილტრება, ხდება მისი მტვრის და ჭუჭყის შემცველი ნაწილაკებისგან მექანიკურად გასუფთავება. ფილტრაციის რეჟიმი იმგვარად უნდა იქნეს შერჩეული, რომ აუზის წყლის მთელი მოცულობა 24 საათში 3 ჯერ მაინც უნდა გატარდეს ფილტრში.

ქვიშის ფილტრის გამოყენების შემთხვევაში კვირაში ერთხელ მაინც აუცილებელია ჩატარდეს ქვიშის გარეცხვა. შემდეგ ფილტრის ავზი უნდა შეივსოს ახალი წყლით. სკიმერის, ძრავის ფილტრები ასევე აუცილებელია რეგულარულად გაიწმინდოს. ყოველკვირეულად უნდა ხდებოდეს წყლის 3%-ის განახლება. ძირითადი ჭუჭყი იწმინდება ხელით, აქანდაზით ან ფსკერის საწმენდი საშუალებით. ცირკულაცია და ფილტრაცია წყლის გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის,ამიტომ აუცილებელია წყლის ქიმიური
დამუშავება.

 
 

წყლის ხარისხის მაჩვენებელი

 

რბილი წყალი – წყალში ხისტი მარილების შემცირებით იმატებს ნახშირმჟავას შემცველობა რაც იწვევს რკინისა და ბეტონის კოროზიას, ამიტომ წყლის ხარისხის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი წესების დაცვით.
ხისტი წყალი – წყლის გათბობისასს ნახშირმჟავა ორთქლდება და წყალში ტუტეს შემცველობა იმატებს. წყალი იმღვრევა და მფილტრავ მასალაზე ჩნდება ნალექი.
PH-ის მნიშვნელობა – აუზის შევსების შემდეგ აუცილებელია გაიზომოს და დარეგულირდეს PH დონე. წყლის სიხისტეზე და ტემპერატურაზეა დამოკიდებული PH მერყეობა. თავდაპირველად მოწმდება PH დონე ყოველ დღე. ორი კვირის შემდეგ ეს პროცედურა შეიძლება შესრულდეს 3-4 ჯერ
დღეში. ერთი კვირის განმავლობაში თუ არ მოხდა PH დონის საგრძნობი შეცვლა, საკმარისია PH დონის გაზომვა და დარეგულირება კვირაში ერთხელ. PH-ის მნიშვნელობა იდეალურად ითვლება 7,0- 7,4 ფარგლეფში.
თუ PH- 7.0-ზე დაბალია, მან შეიძლება გამოიწვიოს მილგაყვანილობის და ფილტრების კოროზია.

 
 

წყლის მოვლის საშუალებები

 

ქ ლ ო რ – გ რ ა ნ უ ლ ა ტ ი
ქლორის აქტიური შემცველობა 55%. Oორგანული გრანულები. სწრაფად ხსნადი სტაბილიზირებული ქლორის პრეპარატი გრანულებში გამოიყენება, როგორც სადეზინფექციო საშუალება ბაქტერიების სალიკვიდაციოდ და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, როგორც შოკური საშუალება. წყალში ქლორის დონე სასურველია არ აღემატებოდეს 0.6- 1მგ დოზირება 100გრ. – 10 მ3 წყალზე. Gგაიხსნას წყალში და მოისხას აუზის წყლის ზედაპირზე.

ტ ა ბ ლ ე ტ ე ბ ი  BST
კომბინირებული 200გრ ტაბლეტები შეიცავს თავისუფალ ქლორს, ფლოკეულანტს და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებას. ის წარმოადგენს ნელახსნადი სტაბილიზირებული ქლორის პრეპარატს, რომელიც გამოიყენება აუზის წყლის ხანგრძლივი პროფილაქტიკური მოვლისათვის. სუფთა წყლის შესანარჩუნებლად ტაბლეტი უნდა მოთავსდეს სკიმერში.

ფ ლ ო კ ე რ ის  ფ ხ ვ ნ ი ლ ი
წარმოადგენს კუაგულანტს და ხელს უწყობს წყლის და წვრილი ნაწილაკების დალექვას. ის სწრაფად ხსნადი ფხვნილია. გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ. დოზირება 100გრ – 10მ3 წყალზე. გაიხსნას წყალში და მოისხას აუზის წყლის ზედაპირზე.
ფილტრაცია გამოირთოს 10 საათის განმავლობაში.

ფ ლ ო კ უ ლ ა ნ ტ ი ს  ტ ა ბ ლ ე ტ ე ბ ი

125 გრამიანი ტაბლეტები ნაჭრის ტომსიკაში გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ.

PH პ ლ უ ს ი
ფხვნილი გამოიყენება PH დონის მოსამატებლად. PH-ის იდეალური დონეა7,0-7,4. წარმოადგენს ტუტის შემცველ პრეპარატს. უნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ფართზე.

PH  მ ი ნ უ ს ი
გრანულებში გამოიყენება PH-ის დონის დასაწევად. PH-ის იდეალური დონეა 7,0-7,4. არ შეიცავს ქლორს. Uუნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ზედაპირზე.

ა ლ გ ე ქ ს ი
15% ალგიციდი, სითხე. ხელს უშლის წყალმცენარეების წარმოქმნას.
დოზირება: 100მლგ – 10მ3 წყალზე, მოისხას აუზის წყლის პერიმეტრზე, ჩაირთოს ცირკულაცია.

ა ლ ბ ა ს უ პ ე რ ი
კონცენტრატი, მაღალი ალგიციდის შემცველობის, წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგო. Aარააქაფებადი პროდუქტი.D
დოზირება: 80მლგ-10მ3. უნდა მოისხას აუზის წყლის ზედაპირზე. ჩაირთულია ცირკულაცია. შოკური თერაპიის დროს 500მლგ-10მ3

ფ ი ლ ს ა ნ ი
ძლიერი საწმენდი საშუალება აუზებისა და აბაზანებისათვის. ეფექტურია ცხიმოვანი ნადების, ჩამჯდარი მურის და სხვა ჭუჭყის წინააღმდეგ. ჯაგრისით უნდა წაესვას დაბინძურებულ ადგილებს და შემდეგ ჩამოირეცხოს სუფთა წყლით. დოზირება: გაზავდეს წყალში 1:3 დან 1:15-მდე დაბინძურების ხარისხის მიხედვით

შენიშვნა: მომინანქრებულ და ლაქირებულ ზედაპირზე აუცილებელია ჯერ ჩატარდეს ცდა..

კ ა ლ ც ს ტ ა ბ ი
აუზის წყლის სიხისტის დასარეგულირებლად გამოიყენება პრეპარატი Calzestab. თხევადი საშუალება. ხელს უშლის კალციუმის და სხვა მინერალების დალექვას, რომლებსაც შეიცავს აუზის წყალი. ამცირებს აუზის ქიმის მოხმარებას ხისტ წყალში. წყლის სიხისტე ძირითადად განპირობებულია მაგნიუმის და კალციუმის გახსნილი რაოდენობით. წყის სიხისტეში დიდი წვლილი მიუძღვის კალციუმს (უმეტეს ბუნებრივ წყლებში თანაფარდობა Ca: Mg
მერყეობს 2:1 დან 4:1-მდე). ონკანის წყალი იშვიათად არის ძალიან რბილი, ის არის უფრო საშუალოდან ძალიან ხისტამდე. რაც უფრო ხისტია წყალი აუზში მით უფრო მეტი ნალექი გროვდება მის კედლებზე. აუზისათვის ოპტიმალურია წყლის სიხისტის მაქსიმალურად საშუალო დონეზე შენარჩუნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუზიდან რაც უფრო მეტად ხდება წყლის აორთქლება მით მეტად ხისტდება. წყლის სირბილე და სიხისტე იზომება სპეციალური ტესტერებით.
გერმანულ სტანდარტით სიხისტე გრადუსებში და ppm CaCO3:
4–8 dGH / 70–140 ნაწილაკი მილიონზე …. რბილი წყალი
8–12 dGH / 140–210 ნაწილაკი მილიონზე …. საშუალო სიხისტის წყალი (ნახევრადრბილი)
12–18 dGH / 210–320 ppm… ხისტი წყალი

დოზირება: წყლის სიხისტე 10 ყოველ 10მ3-500მლგ
10-20 1000მლგ
20-30 1500მლგ
30 და ზევით 2000მლგ

ძ ი რ ი თ ა დ ი  ს ა წ მ ე ნ დ ი
აუზის საწმენდი მჟავა, იხმარება ხავსის, ფერშეცვლილი კედლების, და ლპობის შედეგად
წარმოქმნილი სხეულების მოსაშორებლად. დოზირება: 1:1 – დან 1:3 – მდე დაბინძურების ხარისხის მიხედვით. გაირეცხოს დაბინძურებული ადგილები და შემდეგ ჩაირეცხოს სუფთა წყლით.

ინფორმაციის სრულად წასაკითხად ჩამოთვირთეთ PDF ვერსია.

მოხმარების წესები

ქლორის ტაბლეტები – ჩვეულებრივ ქლორის ტაბლეტები იდება ეგრედწოდებულ სკიმერში მის სრულ გადნობამდე.  კარკასულ და გადადინების აუზებში ტაბლეტები იდება ტივტივაში.

შენიშვნა- არ შეიძლება მისი ჩალაგება პირდაპირ.
 
ფლოკერი- ფლოკერის მიცემა ხდება შემდეგნაირად  დოზირება 100 გრამი 10 ტონა წყალზე 
გაიხსნას წყალში, მოესხას აუზის პერიმეტრზე, ჩაირთოს ცირკულაციის რეჟიმი დაახლოებით ერთი ან საათნახევრის განმავლობაში, შემდეგ გამოირთოს ფილტრაციის სისტემა  12-14  საათით და მოხდეს დალექილი ნალექის გასუფთავება წყლის მტვერსასრუტით.
 
ფლოკერის ტომსიკა- ტომსიკები გაუხსნელად უნდა ჩაიდოს სკიმერებში ერთი ან ორი ცალი მის სრულ გადნობამდე. 
 
PH+ გამოყენება] ფხვნილი გაიხსნას წყალში და მოესხას წყლის ზედაპირზე ჩაირთოს ცირკულაციის რეჟიმი ერთი ან საათნახევრის განმავლობაში. შემდეგ მოხდეს ტესტირება.
 
ქლორის გრანულატი- 3 ან ხუთი გრამი გაიხსნას წყალში, 10 კუბზე 100 გრამი. ჩაესხას სკიმერში ან მოესხას წყლის ზედაპირზე. შემდეგ ჩაირთოს ცირკულაციის რეჟიმი ერთი ან საათნახევრის განმავლობაში. 
შენიშვნა- მოარიდეთ ქლორის შემცველი პრეპარატების გაუხსნელ მდგომარეობაში აუზის ზედაპირს.
 
——————————————————————
შენიშვნა ყველა ჩამოთვლილ პინქტზე- ქიმიკატების მიცემის შემდეგ 4-საათის განმავლობაში მოერიდეთ აუზით სარგებლობას. 

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media