„ნოკი“ წარმოგიდგენთ ავსტრიული კომპანია BWT-ს სასმელი წყლის ფილტრაციის სისტემას!
ჩვეულებრივ, სასმელი წყალი საბოლოო მომხმარებლამდე გადის გარკვეულ დამუშავებას, თუმცა ხანდახან, მის ხარისხთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი პრობლემები შეიძლება შეიქმნას წარმოიშვას.
ცალკეული მექანიკური მინარევები, ბაქტერიოლოგოური დაბინძურება, ნადები სხვადასხვა მოწყობილობებზე, უსიამოვნო სუნი და გემო…
კომპანია BWT გთავაზობთ თავის დაცვას ამ რისკებიდან.
BWT-ს ხუთ საფეხურიანი ფილტრები უზრუნველყოფენ სასმელი წყლის არასასურველი ორგანული ნაწილაკების და ქლორის, შესაძლო ბაქტერიების მოცილებას, PH -ის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას, თქვენი დანადგარების დაცვას ნადებით გამოწვეული დაზიანებისაგან, უსიამოვნო სუნისა და გემოს განეიტრალებას, მინერალების ბალანსის შენარჩუნებას, წყლის მაგნიუმის მინერალით გამდიდრებას.
ის ფართოდ გამოიყენება რესტორნებში, ბარებში, კაფეებში ყავის აპარატების, დისპენსერების, სამზარეულო დანადგარების ექსპლუატაციისას.
მისი გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის და ყველგან თქვენ გაქვთ სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალი!