Pool&More terrace

Pool More Terrace წარმოადგენს 950 კვ.მ-ზე ტერასაზე განთავსებულ პრემიუმ ხარისხის ღია საცურაო აუზის კომპლექსს, რომელსაც ერთდროულად შეუძლია 80 სტუმარს უმასპინძლოს.

ტერასა აუზის გარდა, მოიცავს დასასვენებულ სივრცეს, სამზარეულოსა და ბარს. აღნიშნულ სივრცეში წარმოდგენილია შეფის მიერ სპეციალურად ფულ&მორისთვის შექმნილი მენიუ, რაც აერთიანებს იტალიურ, მექსიკურ და აზიურ კერძებს. 

ფულ&მორის ბარში წარმოდგენილია, სხვადასხვა პრემიუმ კლასის ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელი და სპეციალურად აუზისთვის შექმნილი, საავტორო კოქტეილები.

აუზზე გათვალისწინებულია განტვირთვისა და დასვენებისთივს საჭირო ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მოსულ სტუმარს უქმნის სრულ კომფორტს.

2025 წლის ზაფხულის სეზონი წარმატებით დავხურეთ. ტერასამ უმასპინძლა მრავალფეროვან ღონისძიებებს, კომპანიებთან კოლაბორაციებსა და ყოველკვირეულ Pool Party-ებს, სადაც უკრავდა მოწვეული დიჯეები და იქმნებოდა ნამდვილი ზაფხულის ატმოსფერო.

Pool More Terrace უკვე აქტიურად ემზადება 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის. ჩვენი მიზანია, სტუმრებს შევთავაზოთ კიდევ უფრო დახვეწილი გარემო — განახლებული სივრცე, ახალი მუსიკალური მიმართულებები და უნიკალური სასმელებისა და კერძების კომბინაციები, რომლებიც სრულად შეესაბამება პრემიუმ კლასის დასვენების სტანდარტებს.

ეს არის იდეალური ადგილი როგორც მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, ისე კორპორატიული ღონისძიებებისა და კერძო წვეულებების მოსაწყობად.

მისამართი

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 6ა

ორ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია საცურაო აუზების და სპას პროექტირებას,  მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი აუზის დაპროექტებას და მონტაჟს წლის ნებისმიერ დროს.

საკონტაქტო ინფორმაცია

Social Media